ბიზნესომბუდსმენი საერთაშორისო ფინანსური კორპორააციის (IFC) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC)  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გლობალურ სპეციალისტს პროდუქტების საკითხებში რობერტო ეჩანდის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მხარეებს შორის დღეს არსებული თანამშრომლობა და დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს  დაეხმარება სხვა ქვეყნებში   მსგავს ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში.

ამასთან, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა პარტნიორებს  კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა   ბიზნესომბუდსმენის ვებ პორტალის დანერგვასა და განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის.

ახალი ვებ პორტალი - portal.businessombudsman.ge - ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებას მაქსიმალურად მარტივს ხდის და მეწარმეებს  მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში ეხმარება. პორტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) აფინანსებს.

მიმაგრებული სურათები