ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნესთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონებში ბიზნესთან შეხვედრებს გაამართავს. ირაკლი ლექვინაძე გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში  ადგილობრივი  ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმდჯომარესთან, ნინო ჩიქოვანთან ერთად შეხვდება.

შეხვედრების მიზანია  რეგიონებში კერძო სექტორთან ომბუდმსენის აპარატის კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურება  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მხრიდან შეხვედრებზე დასმული საკითხების მიხედვით, რეგიონებში დღეს ბიზნესის წარმოების პროცესში  არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება.

„ეს შეხვედრები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, საქართელოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის გასაცნობად. შეხვედრებზე დაისმევა ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში კერძო სექტორს. ჩვენ შევეცდებით მათ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, ყველა კითხვას ვუპასუხოთ და დავსახოთ სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრამავების პერსპექტივები.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი შეხვედრებზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპრატის საქმიანობის შესახებ გააკეთებს პრეზენტაციას. ირაკლი ლექვინაძე სტუმრებს დეტალურად გააცნობს   იმ საკომუნიკაციო მექანიზმებს, რითიც  შეუძლია კერძო სექტორს დაუკავშირდებს ბიზნესომბუდსმენს და მიიღოს  მხარდაჭერა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეგიონებში შეხვედრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  (IFC) მხარდაჭერით მართავს.