ბიზნესომბუდსმენი და საქსტატის დირექტორი BAG-ის წევრებს შეხვდნენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი ასლანიშვილთან ერთად ასოციაციის წვერი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის მონაწილეებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის სამომავლო გეგმები გააცნო და  ბიზნეს სექტორისათვის ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურს შორის გაფორმებული მემონდუმის ფარგლებში  ბიზნესომბუდსმენის ოფისი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  ხელს უწყობს  სტატისტიკის სამსახურსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს პრეზენტაციის სახით ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ბოლო პერიოდში საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

კერძო სექტორის  წარმომადგენლებმა  შეხვედრაზე ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ბიზნესის საჭიროებების შესახებ დასვეს საკითხები  და ხაზი გაუსვეს საქსტატსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას.

მიმაგრებული სურათები