2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში ბიზნესის 249 მომართვა დაფიქსირდა
2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბდუსმენის აპარატმა 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა და საქმეების 68%ში უწყებებმა აპარტის პოზიციები გაითვალისწინეს
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში ბიზნესის 249 მომართვა დაფიქსირდა. შედეგად, მეწარმეების მომართვის საფუძველზე, ამავე პერიოდში, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში 137 წერილობითი რეაგირება მოახდინა. მათ შორის, 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა. ამ პერეოდში დასრულებული საქმეების (129 საქმე) 68%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს.
აპარატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და მომართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმონისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მომართვიანობის 50% (130 განცხადება) წარმოების, მომსახურებისა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება.
მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია. 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 60% თბილისიდანაა 148განცხადება), შემდეგ მოდის აჭარა 36 განცხადებით, 15%. 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 36 საქმე დარეგისტრირდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის 35% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებიდანაა და ბიზნესი ხშირად ბიზნესომბუდსმენის აპარატს ბათუმის მერიასთან (მომართვიანობის 20%) შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.
2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 26 კომპანიის საქმე განიხილეს და 90%ში (23საქმე) ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.