შეხვედრა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და დონორი ოგრანიზაციების წარმომადგენლებთან ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე

ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ბიზნესომბუდსმენი იღებს ლიდერის როლს ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წევრები და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და დონორი ოგრანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენის აპარატის პროექტების მენეჯერმა თამარ ჩაკვეტაძემ გააკეთა პრეზენტაცია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და 2019-2020 წლების სამოქმედი გეგმის მიხედვით აპარატის მიერ განსახორციებელი აქტივობების შესახებ და ისაუბრა ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ბიზნესომბუდსმენის როლისა და ინსტიტუტის გაძლიერების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (DelegationoftheEutoGeorgia), ამერიკის შეერთებული შტატების განვითრების სააგენტოს(USAID), გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს(UNODC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ), საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(SIDA) წარმომადგნლებმა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დასვეს კითხვები და ბიზნესომბუდსმენის ოფისთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

მიმაგრებული სურათები