შეხვედრა ევროკავშირის წვერი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკურ მრჩევლებთან საქართველოში

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  საქართველოში ჰოლანდიის, რუმინეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მრჩევლებს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის აპრატის 2018წლის საქმიანობის და 2019წლის გეგმების  შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის დაგეგმილ რიგ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ახალ ტექნიკურ რეგლამენტებზე. განიხილეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით ერთობლივად განსახორციელებლი პერსპექტიული პროექტები.

შეხვედრას უმასპინძლა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.

მიმაგრებული სურათები