შეხვედრა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღამსრულებელ დირექტორს სოფი-ან გოძინას და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს იულია სოტეს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფრანგული კომპანიების ბიზნეს საქმიანობის შესახებ საქართველოში. ბიზნეოსმბუდსმენმა გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოში საქმიანობის დაწყების მსურველ ფრანგულ საწარმოებს.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ბიზნესომბუდსმენის აპარტსა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.