საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში იღებს ლიდერის როლს ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ანტი-კორუფციული და კეთილსინდისირების კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კეთილსინდისირების მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სესიებში, სადაც სამუშაო ფორმატში გაეცნო აღმოსავლეთ აზიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების გამოცდილებას ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით. მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში ანტი-კორუფციული ქსელისა და ბიზნესის კეთილსინდისიერების ღონისძიებების განხორციელებას .
მრგვალი მაგიდის შემდეგ ირაკლი ლექვინაძე შეხვდა OECD-ს ანტი-კორუფციული მიმართულების ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციული სამოქმედო გეგმაში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობა და აპარატის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები.
ირალი ლექვინაძე დაესწრო ანტი-კორუფციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ საქართველოს ანგარიშსაც, რომელსაც საქართველო - როგორც სტამბულის ანტი-კორუფციული ქსელის ქვეყანა ყოველწლიურად წარუდგენს OECD-ს. ამავე ფორმატში მოსმინეს სტამბულის ანტიკორუფციული ქსელის წევრი სხვა ქვეყნის ანგარიშები. მათ შორის უკრაინის, უზბეკეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, აზერებაიჯანისა და ყაზახეთის. სხდომის პარალელურად ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით გამართეს ორმხრივი შეხვედრები.
ანტი-კორუფციული კვირეულის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო ანტი-კორფციული და კეთილსინდისიერების ფორუმის სხვადასახვა სესიებსა და სადისკუსიო პანელებში, მათ შორის: კორუფციის რისკები ბიზნესში; საგადასახადო სერვისების შესახებ ინფორმირებულების მნიშვნელობა; რეგულაციები, როგორც ბიზნეს ეთიკისა და შესაძლებლობების გაზრდის საშუალება; აღნიშნულ ფორმატებში ბიზნესომბუდსმენი გაეცნო სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესის რეგულაციებსა და გამოწვევების მართვის მექანიზმებს.
კვირეულის ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი შეხვდა ევროის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველობისა და პოლიტიკის დირექტორს მილისა დელევიჩს. EBRD მსოფლიო მასშტაბით უჭრს მხარს ანტი-კორუფციული ქსელის გაძლიერებას და შეხვედრაზე შეთანხდმნენ, რომ აღნიშნულის ფარგლებში გაძლირდება დონორი ორგანიზაციის მიერ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერა ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე.