საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე  საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC)  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გლობალურ სპეციალისტს პროდუქტების საკითხებში რობერტო ეჩანდის შეხვდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მომართავენ მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ და  ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაარეგისტრირონ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.   მეწარმეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები   ახალი ვალდებულების შესახებ.  

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში თამბაქოს ახალ ნაწარმზე და ელექტრონულ სიგარეტზე განსხვავებული რეგულაციების არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ასოციაციამ 2018 წლის 24 სექტემბრის N27/04 წერილით საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და  დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA) პრეზიდენტი  ივა ჭყონია ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ომეგას“ ხელმძღვანელებს გიორგი ქურდაძესა და ნიკოლოზ ასანიძეს შეხვდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვას ვილნიუსის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს   სიგიტას ვიოლანივუჩს  და პალატის დელეგაციის წევრებს  შეხვდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში,  ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან ერთად,  რეგიონში მოქმედ თურქ ბიზნესმენებს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონში მოქმედ 200მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს შეხვდნენ და მათ აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინეს.