საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით ითანამშრომლებენ.
მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას და ითანამშრომლებენ მომავალი სპეციალისტების მომზადების, ბიზნესის და სამართლის მიმართულებით კვლევების ჩატარებისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიმართულებით.
დღესვე, საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები. კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.