საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან   „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის  - “ მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებზე მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

  • 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა
  • მომართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობისსფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება
  • მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 60% თბილისიდანაა (100 განცხადება),  შემდეგ მოდის აჭარა 29 განცხადებით, 20%

აჭარაში ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი 2018 წლის სექტემბრიდან გაიხსნა და ამ პერიოდში აჭარიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 60-მდე საქმეზე იმუშავა. 

ვორკშოპი საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და გაეროს ეკონომიკურმა ოფიცერმა  ნამსიკ კიმმა გახსნეს.

პანელზე - სისტემური საინვესტიციო რეაგირების მექანიზმის (SIRM) განხორციელება წამყვანი უწყებების მიერ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო „კლიპარტის“ დირექტორმა ანი ჭუჭულაშვილმა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილეები ლევან კალანდაძე და გურამ გიორგაძე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდნენ.

„თუ შრომის ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები, ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისად ვიმოქმედოთ” - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილეებმა ლევან კალანდაძემ და გურამ გიორგაძემ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს  ინფორმაცია  და ისაუბრეს აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.

ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და  მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან და მანამდე, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებზე მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება.