შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობიდან, კერძოდ, საბანკო და სადაზღვევო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასევე, ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი დავების განხილვის სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი. მონაწილეებმა იმსჯელეს ქონებრივი უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებზეც.
სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს მოსაზრებები საერთო სასამართლოების სისტემაში სპეციალიზირებული კომერციული და საგადასახადო კოლეგიების/პალატების შექმნის ინიციატივის თაობაზე