ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ენერგოომბუდსმენის ინიციატივით, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხო მონტაჟთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც საქართველოს ენერგერტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და ბუნებრივი აირის ლიცენზიანტი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღინიშნა, რომ სტატისტიკურად მაღალია მოქალაქეთა სიკვდილიანობის რიცხვი ბუნებრივი აირის გამათბობლების არასწორი მონტაჟისა და სტანდარტების დარღვევის გამო. ითქვა, რომ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი რეგულაციების არარსებობაც. შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს, როგორც ენერგოკომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები, ისე დეველოპერების მიერ დაშვებული ხარვეზები ბუნებრივი არის ქსელის მოწყობის პროცესში, აგრეთვე არქიტექტურის სამსახურის შესაძლო მონაწილეობა პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.
დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა სამშენებლო კომპანიებთან ენერგოომბუდსმენისა და ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით.