პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბრიუსელში საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს

 

 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბრიუსელში საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს.

„ჩვენ შევთავაზეთ, განვიხილოთ თითოეული ცალკეული საწარმოს სერთიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა მანამ, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს საჩვენებელი და მათ ასევე შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომლებიც შეგვაძლებინებს, ჩვენს მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე უმოკლეს პერიოდში გასვლის საშუალება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და იმედი მაქვს, ამ პროცედურებს მალე და წარმატებით დავასრულებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.