აგარის შაქრის ქარხანამ 6თვიანი კონსერვაციის შემდეგ მუშაობა სრული დატვირთვით დღეიდან განაახლა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სავაშ უზანმა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელმა საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძემ აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ღონისძიებაზე დასაქმებულებს სიტყვით მიმართეს.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ და ზოგადად, დაბა აგარისათვის. ქარხანას თვეების განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი მუშაობა დღეს კი სრული დატვირთვით განახლდა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ მოხერხდა მთვრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის ჩართულობით, ინვესტორთან მოლაპარაკებებით, რამდენიმე თვიანი კონსერვაციის შემდეგ ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავება და შედეგად ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს, ხოლო ქარხანაში 500მდე ადგილობირვი დასაქმებულებისათვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა.“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
დღესვე გაიმართა ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშომლების დაჯილდოების ცერემონია.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად დღეიდან განაახლა.