ვიდეო კონფერენცია ტურიზმის სექტორის ბიზნეს ასოციაციებთან

ბიზნესომბუდსმენმა  მიხეილ დაუშვილმა  და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ნინო კვეტენაძემ სატუმროებისა და რესტორნების სექტორში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან ვიდეო ჩართვის საშუალებით ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ეკონომიკის გახსნის ეტაპები განიხილეს.

 

ვიდეო ჩართვაში  რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის, გიდების ასოციაციის, ეკო ტურიზმის ასოციაციისა და კომპანია „HORECA Management Group”-ის (სასტუმროების და რესტორნების მართველი ორგანიზაცია) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.