ვიდეო კონფერენცია ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრებთან

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის აღმასრულებელ მენეჯმენტთან და პალატის წევრ კომპანიებთან სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასვეს კითხვები და ახალი რეგულაციებისა და სამუშაო ადგილებზე ინსპექტირების პროცესთან  დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია.

 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესს მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს.

ვიდეო ჩართვისას საუბარი შეეხო ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და ეკონომიკის გახსნის დაგეგმილ ეტაპებს.