ვიდეო ჩართვა ქსელური ფიტნეს ცენტრებისა და აუზების წარმომადგენლებთან
ბიზნესომბუდსმენის აპარატი 28 ნოემრბიდან ამოქმედებული შეზღუვდების შესახებ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს, ვიდეო ჩართვის საშუალებით, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ქსელური ფიტნეს ცენტრებისა და აუზების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიდეო ჩართვაში საქმიანობის აკრძალვით გამოწვეული დარგის წინაშე დამდგარი პრობლემები და საჭირობები განიხილეს. ისაუბრეს სექტორისთვის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე.