ვიდეო ჩართვა ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი სტანდარტების დანერგვის შესახებ ბიზნესთან განხილვებს აგრძელებენ.
დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ვიდეო ჩართვის საშუალებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები ინევსტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან განიხილეს.
ონლაინ შეხვედრა ინევსტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც კერძო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა უპასუხეს.
ვიდეო ჩართვაში ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციების წევრი 50მდე კომპანია მონაწილეობდა.
ბიზნესის მხრიდან აღინიშნა, რომ ეკონომიკის გახსნის, სამუშაო ადგილებზე ვირუსის პრევენციისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.