შეხვედრა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე  ბიზნეს სექტორისათვის ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი თანამშრომლობის გეგმების დასახეს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურს შორის გაფორმებული მემონდუმის ფარგლებში  ბიზნესომბუდსმენის ოფისი სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  ხელს უწყობს  სტატისტიკის სამსახურსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.