ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ შპს ,,სითი პარკის’’ გენერალურ დირექტორთან ბენიამინ ლაჰავისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. აღნიშნა რომ თბილისის მერიის მიერ შპს ,,სითი პარკთან’’ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება ბიზნესომბუდსმენის მხრიდან არის აქტიური მონიტორინგის რეჟიმში. ერთის მხრივ, ჩვენთვის ცნობილია რომ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებულია არსებული ხელშეკრულების კომპანიის მხრიდან არაჯეროვან შესრულებასთან და ამ სამართლებრივი პროცესის შესახებ კომპანიას ეცნობა. მეორეს მხრივ, ინვესტორთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა საჭიროებს ღრმა სამართლებრივ არგუმენტაციას, ასევე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაბუთება იყოს გამჭვირვალე და არსებობდეს უფრო მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშოროსო ბიზნესსაზოგადოებასთან რომ არ შეიქმნას გაურკვევლობა და არასტაბილურობის განცდა თბილისის მერიასთან თუ სხვა სახელმწიფო უწყებებთან არასანდო პარტნიორობის შესახებ, რათა საბოლოო ჯამში ჩრდილი არ მიადგეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისი ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის და კანონიერების პრინციპით. ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბიზნესსუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობას.
ბიზნესომბუდსმენს აღნიშნული საქმით დაინტერესებით შპს ,,სითი პარკის’’ ხელძღვანელობამ 19 მარტს ღია წერილით მიმართა.