შეხვედრა საკონსულტაციო და იურიდიული კომაპნიების წარმომადგენლებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ლექვინაძე დღეს საკონსულტაციო და იურდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ვინაიდან საკონსულტაციო და იურდიულ კომპანიებს ხშირად უწევთ ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა და მათ კარგად ესმით, თუ რა თემები და გამოწვევები დგას დღეს მეწარმეების წინაშე, ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. შეხვედრას 30-მდე საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიმდინარე კვირას შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გეგმავს, მოგვიანებით კი დაწყებული შეხვედრების ციკლი მსხვილ და მცირე ბიზნესგაერთიანებებთან გაგრძელდება

 

მიმაგრებული სურათები