საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „საქმიან ქალთა გაერთიანების“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმში არსებული საკითხები განიხილეს, ასევე, აღინიშნა ბიზნესმენ ქალთა საქმიანობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზეც იმსჯელეს.