საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ბიზნესასოციაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ნონა მამულაშვილი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ასოციაციის წევრ კომპანიებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზეც იმსჯელეს.