ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მვგ) პრინციპების დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მწარმოებლების პოზიციები მოისმინეს.
2019 წლის დეკემბერში, ძალაში შედის საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც კონკრეტული პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე, პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მვგ) პრინციპის დანერგვის განხილვის პროცესში და საკითხში მწარმოებელთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით, ბიზნესთან აქტიური კონსულტაციებით, შესაბამის შენიშვნა-წინადადებებზე მუშაობს.