შეხვედრა მსოფლიო ბანკის  ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  წარმომადგენლებთან

 

მსოფლიო ბანკის  ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  მხარდაჭერით ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებისათვის  შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი ჩატარდება.

ამის შესახებ დღეს შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის  ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  წარმომადგენლებთან ელოისა ობადიასა და ეკატერინა ავალიანთან შეხვდრაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივად განსახორციელებელ  პროექტებზე.

ელოისა ობადია საერთაშორისო ინვესიტიციების სამართლის პრაქტიკოსი, არბიტრი და მედიატორია და შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კერძო და საჯარო სექტორს შორის მედიაციის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ბიზნესომბუდსმენის აპარატის როლზე.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს  ბიზნესომბუდსმენის ვებ პორტალის portal.businessombudsman.ge-ის შედეგები, რომელიც  საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნომ  (SECO) დააფინანსა.