საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, ეკონომიკის სამსახურის უფროსს იულია სოტეს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ფრანგული კომპანიების ბიზნეს საქმიანობის შესახებ საქართველოში და განიხილეს ბიზნესომბუდსმენის აპარტსა და საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.