შეხვედრა ბიზნესთან აბრებისა და სარეკლამო ბანერების შესახებ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა  შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების განთავსებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის როლი სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში, იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე  და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი  ბიზნესის წარმომადგენლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც კონსულტაცია დასჭირდებათ, საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას სთავაზობს- მათ შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები.

სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერია : 2 407 222