საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან ერთად, რეგიონში მოქმედ თურქ ბიზნესმენებს შეხვდნენ.
შეხვედრას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, ბათუმის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციისა და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე წარუდგინა.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები და აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.