საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს, პოლონეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს მარჩინ რუტოვიჩსა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველ დირექტორს ოლივერ რეგნერს შეხვდა.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ლიზა თავდუმაძე.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში უცხოური კომპანიების ბიზნეს საქმიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლოდ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და დასახეს ურთიერთთანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.
მსგავსი ფორმატის შეხვედრებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისი უახლოეს მომავალში კიდევ გამართავს.