საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე, პანელზე „Doing Business in Georgia: Advantages and Disadvantages“, სიტყვით გამოვიდა.
ფორუმს საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და 300-მდე სტუმარი ესწრება.
კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად პოლონეთის ქალაქ კრინიცაში იმართება, წელს კი ღონისძიებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს.
ფორუმის მიზანია თავი მოუყაროს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ მაღალი რანგის პირებს და ხელი შეუწყოს ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, ხელი შეუწყოს ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნას და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში ასევე, იმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია რეგიონულ უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.