კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს.

კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ერთად მოიყრის თავს და კოორდინირებულად, საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება.

უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სხვადასხვა რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები, კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება. დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან, დისტანციური პირობებით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ვიდეო ჩატის საშუალებით, განიხილეს ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი რესურსები და ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან.

„ვესაუბრეთ კომპანიებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დადგნენ სახელმწიფოს და მოქალაქეების გვერდით კორონავირუსთან ბრძოლაში. მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე 30ზე მეტმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი იმ სფეროების მიხედვით, სადაც მოღვაწეობენ და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არიან მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობის ეფქტიანი მაგალითი და გვჯერა, რომ ყველა ესეთ გამოწვევასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია სახელემწიფო, ბიზნესი და მოქალაქე იდგეს ერთად. ჩვენ, სამინისტორებთან ერთად, გავაკეთებთ ყველა იმ საჭიროების იდენტიფიცირებას, რომელიც დღეს არსებობს და აღნიშნულის შესახებ ინფომაციას მივაწვდით ბიზნესს. რის შედეგადაც კომპანიებს, გამოყოფილი რესურსების ფარგლებში, ექნებათ შესაძლებლობა სოლიდარული ინიციატივები მოარგონ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს. კომპანიები მზად არიან ჩაერთონ პროცესში დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების მიწოდების კუთხით. ასევე, ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის წინაშე მოწყვლადები არიან - მათ მიაწოდონ პროდუქცია და დაუდგნენ გვერდში. ასევე, არაერთი ბიზნესია მზად ფინანსური რესურის გამოყოს კორონავირუსთან ბრძოლაში.“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.