საქართველოს ბიზნესომბუდსმენი განაგრძობს რეგიონებში შეხვედრებს. დღეს ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა ახალციხეში გაიმართა.
შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ, მოადგილესთან, ლევან კალანდაძესთან ერთად, რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.
რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი მეწარმეებს უკვე შეხვდა გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში.
საქართველოს ბიზნეოსმბუდსმენის ოფისი რეგიონებში შეხვედრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით მართავს.