პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მიწვევით საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ ბიზნესომბუდსმენთა მე-3 საერთაშორისო ფორუმსა და მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღი მონაწილეობა.
ღონისძიება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 21 ნოემბერს გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში გამართულ პანელზე, სადაც საქართველოს, უზბეკეთის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, ბოსნიისა და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენები მონაწილეობდნენ ოთარ დანელიამ ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
პანელზე მხარეებმა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. დასახეს საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
მოწვევის ფარგლებში, ოთარ დანელია პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მიღებას დაესწრო. შეხვედრები გაიმართა ვარშავაშიც, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის ოფისში.