ბიზნესომბუდსმენმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ბიზნესომბუდსმენის აპარატი  შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის  ამოქმედების გეგმისა და   კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ  რეკომენდაციებზე   ბიზნესთან სექტორულ განხილვებს აგრძელებს.

დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციისთან   ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები  განიხილეს. 

იმსჯელეს სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადების დაჩქარებისა და  ობიექტებში კორონავირუსის გარვცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ რეგულაციებზე.

ვიდეო ჩართვაში ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ნინო ქავთარაძე, ასოციაციის თავმჯდომარეები რატი მაღლაკელიძე, რეზვა ყულოშვილი, პაატა ჩუბინიძე  და ასოცაიციის წევრი კომპანია „სოფთ ლოუნის“ წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.

ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვება.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის  ამოქმედების გეგმის მიხედვით   ყველანაირი საფინანსო მომსახურების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.

„ვალუტის გადამცვლელი ობიექტები არიან მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებლები და  როგროც დღეს მათგან მოვისმინეთ, ყოველდღიურად მილიონამდე მომხამრებელს ემსახურებიან.  ჩვენ შევთანხმდით, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის შემუშავდება ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები და ცხადია,   ბიზნესომბუდსმენის აპარატი მხარს დაუჭერს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის გახსნა მოხდეს დროულად. მაგრამ აუცილებელია,  რომ ეს გახსნა იყოს მდგრადი და  სექტორში მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული სტნადარტების დანერგვა და დაცვა.“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.