საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ღონისძიებაზე პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენთან მათთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მოწვევით ღონისძიებას ბიზნესსექტორის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.