ბიზნესომბდსმენის აპარატის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

შესაძლებლობების განვითარების და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სემინარეიბს ორგანიზებას.

2-5მაისს ბიზნესომბუდსმენის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ტრენინგი „სისტემური საინვესტიციო რეაგირების მექანიზმი“ (SIRM)  ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა მსოფლიო ბანკის ცენტრალური ოფისის   ჯგუფის უფროსი მრჩეველი ინვესტორებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში ელოისა ობადია.

ოთხ დღიანი ტრენინგი მსოფლიოს ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

ელოისა ობადია საერთაშორისო ინვესტიციების სამართლის პრაქტიკოსი, არბიტრი და მედიატორია.

ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.