ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, ერთი განცხადების ფარგლებში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პროგრამის საშუალებით, უზრუნველყოფს განაცხადის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას. შედეგად კი, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი დარეგისტრირდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელადაც. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას, დაინტერესებული პირი, მის მიერ განცხადებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს.