შემოსავლების სამსახურმა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის  ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა გაითვალისწინა

საქართველოს ბიზნესობმუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა  ნედლი ნავთობის შენახვის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.  

შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და  ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში).

ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმის არარსებობის გამო, კომპანიებს პრობლემები ექმნებოდათ, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. არადა, აღნიშნული სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო სტრატეგიული-სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.