შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან

გიორგი კვირიკაშვილი დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მან ბიზნესმენებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის როლს. მთავრობის მეთაურმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და მოისმინა მათი კონკრეტული მოსაზრებები არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და წარმოების განვითარების კუთხით.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57502