შეხვედრა მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების კომპანიებთან.

ბიზნესომბუდსმენი მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საფინანსო სექტორში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა პრიორიტეტულ თემებს და სწორედ ამიტომ, კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა.

მიმაგრებული სურათები