შეხვედრა ქუვეითის პრინცესასთან,  არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტთან  შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ქუვეითის პრინცესას, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტს - შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰს შეხვდა.

ბიზნესომბუდსმენმა ქუვეითის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ბინზეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რათა  გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და განიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები.

ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰი „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით თბილისში  დაგეგმილ „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში პირველად ეწვია საქართველოს.

მიმაგრებული სურათები