შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან

 

             საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი  რეგიონებში ბზინეს სექტორთან შეხვედრებს მართავენ.

                გორის შემდეგ შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ირაკლი ლექვინაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ის საკომუნიკაციო მექანიზმები გააცნო, რითიც  კერძო სექტორს შეუძლია დაუკავშირდეს ბიზნესომბუდსმენს და მიიღოს  მხარდაჭერა.

                „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ქუთაისში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წამოწიეს კონკრეტული პრობლემური საკითხები, რაზეც საჭიროა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის დაფიქსირება. რამდენიმე კომპანიასთან უკვე დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

                შემდეგი რეგიონული შეხვედრები  ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმშია დაგეგმილი.

შეხვედრები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით იმართება.

მიმაგრებული სურათები