შეხვედრა  კომპანია "ჯეოსთილის" წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, კომპანია „ჯეოსთილის“ მენეჯმენტს შეხვდნენ. „ჯეოსთილი“ მეტალურგიის დარგში ინდური უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის „JSW Steel Ltd“ კომპანიაა და რუსთავში არმატურის საწარმოს ფლობს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსთავის სიანვესტიციო პოტენციალზე და განიხილეს რეიგონის შესაძლებლობები. შეხვედრის შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავში „ჯეოსთილის“ საწარმო დაათვალიერეს და ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნენ.