შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობასთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ევროპის ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, დევიდ ლის, ასოციაციის თავმჯდომარეს ჯონ ბრექველდს და დირექტორის მოადგილეს მარიამ კუჭულორიას შეხვდა.

შეხვედრაზე ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა საქმიანობის ანგარიში წარადგინეს, ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის ჩართულობის მნიშვნელობას ბიზნესის მხარდაჭერის და ინფორმირებულობის საკითხებში. მხარეებმა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მიმაგრებული სურათები