შეხვედრა ბადაგონის თემაზე

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ბადაგონის ყოფილ დამფუძნებელს ვლადიმერ ჯანჯღავას შეხვდნენ.

ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის მოთხოვნით ვლადიმერ ჯანჯღავამ მიმართვა პრესაში გასულ კვირაში  გაავრცელა.

შეხვედრაზე ვლადიმერ ჯანჯღავამ ისაუბრა ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ბადაგონის საქმესთან დაკავშირებით აწუხებს.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ  საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ მოქმედებებს კომპანიის საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია და  ამ ეტაპზე ყველაზე ლოგიკური სივრცე,   სადაც შესაძლებელია ორივე მოდავე მხარის ყველა კითხვას გაეცეს პასუხი - სასამართლოა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი პროცესში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩაერთო. ოფისი ბადაგონის საქმეზე აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს და მუდმივი კომუნიკაციაშია პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან.

მიმაგრებული სურათები