სემეკმა ნაწილობრივ გაითვალისწინა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია და მეწარმეებს მიეცათ უფლება დეპოზიტზე თანხის განთავსების სანაცვლოდ, განაწილების ლიცენზიატს საბანკო გარანტია წარუდგინონ

საქართველოს ბინზესომბუდსმენის აპრატმა 2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეპოზიტზე თანხის განთავსებასთან დაკავშირებითრეკომენდაციით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

კერძოდ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას თხოვდა, იმ  შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს, მას უფლება ქონოდა განაწილების ლიცენზიატისთვის დეპოზიტზე თანხის შეტანის სანაცვლოდ წარედგინა იმავე ღირებულების უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები: საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი ან დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის თავდებობა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ნწილობრივ გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაცია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის N29 დადგენილებით ცვლილება შევიდა წემოაღნიშნული წესში და მე-10 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსი 22  პუნქტი:

„განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას“.