საკრებულოში ბიზნესომბუდსმენთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე ბიზნესომბუდსმენთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი მოადგილესთან ლევან კალანდაძესთან ერთად დაესწრო.ირაკლი ლექვინაძემ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, რამდენიმე ინიციატივა დააყენა. მათ შორისაა - მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების გაწევა, რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატს შეუძლია.

„მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა აქტუალურია. ეს ადგილობრივი ბიზნესის და ადმინისტრაციული ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრის შემდეგ მხარეები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მიმაგრებული სურათები