გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „საქმიან ქალთა გაერთიანებისა“ და “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” ყოველწლიური ღონისძიებაში,  „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა და ფორუმის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

ფორუმში   მსოფლიოს 15ზე მეტი ქვეყნიდან  300  დელეგატი მონაწილეობს.

 „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პირველად სტუმრობს ქუვეითის პრინცესა   შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი, არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალური მდივანი  ჯამალ საიფ ალ ჯარვანი, KSBC-ს პრეზიდენტი და ყაზახური ინვესტიციის რეგიონული წარმომადგენლობის თავმჯდომარე დეჟან სტენსერი. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ასევე, პირველად ესტუმრა ნიგერიის დედოფალი და არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი ზაინაბ ოტიტი ობანორი.

ირაკლი ლექვინაძემ  მონაწილეებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საქართველო არის კარგი სავაჭრო პლატფორმა. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს, როგორც ევროკავშირთან ასევე, ჩინეთთან.  იგეგმება  კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის ამოქმედება -  2019 წლიდან შესაძლებელი იქნება OECDის წევრი 34 ქვეყნიდან საქართველოში  ბიზნესის ონლაინ რეგისტრაცია,  საბანკო ანგარიშების გახსნა და მართვა ონლაინ რეჟიმში. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს რეგოონში საქართველოს ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას.“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ირაკლი ლექვინაძემ ასევე, ისაუბრა ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ და ფორუმში მონაწილე ინვესტორებთან თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„თუ ბიზნესი, საქართველოს ტერიტორიაზე მეწარმეობის განხორციელების პროცესში აწყდება რიგ ბარიერებს საკანონმდებლო ხარვეზისა თუ ბიუროკრატიის მიმართულებით, ჩვენ  მზად ვართ დავეხმაროთ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში  და ვიყოთ მედიატორები მხარეებს შორის. წლის დასაწყისიდან დღემდე 900მდე შეხვედრა გვაქვს გამართული, ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბიზნეს გაერთიანებასთან.  ამ პერიოდში მოვამზადეთ 130მდე რეკომენდაცია, რომელთა დაკმაყოფილების მაჩვენებელი  70%ია.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მიმაგრებული სურათები