ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2020 წლის ეროვნულ ანტი-კორფციულ სამოქმედო გეგმაში ერთვება
ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორფციულ სამოქმედო გეგმაში ერთვება

საქართველოს მთავრობამ 2019-2020 წლების ეროვნული ანტი-კორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც  პირველად ერთვება ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

 ეროვნული ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმის მიხედვით,  ბიზნესომბუდსმენის აპარატი, კერძო სეტორში ანტიკორუფციული  სტრატეგიის განხორციელებასა   და ბიზნესში კეთილსინდისიერების ამაღლების მიმართულებით  იმუშავებს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით  ბიზნესომბუდსმენის აპარატს დაგეგმილი აქვს კონკრეტული პროექტები. მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივების  შეფასება, არსებულის მონიტორინგი  და ხარვეზების გამოვლენა,  რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA)  სისტემის დანერგვის მხარდაჭერა, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო საკონსულტაციო მექანიზმის დანერგვა, ბიზნესებისთვის ტრენინგ მოდულის შემუშავება, ბიზნესის წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრები,  საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება კოლეგა ინსტიტუტებთან, ბიზნესის მხარდამჭერ საერთაშორისო  გაერთიანებებთან კომუნიკაცია და მათ  საქმიანობაში ჩართულობა, ბიზნესის კეთილსინდისიერების  მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და  მედია პლატფორმების გამოყენება  ბიზნესისთვის ცნობიერების ამაღლების და მათთვის მწვავე საკითხების განხილვის მიზნით.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ პროექტები დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდება.

2019-2020 წლების ეროვნული ანტი-კორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია 16 პრიორიტეტს მოიცავს.  მნიშვნელოვანი მიმართულებებია -  საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო-საგადასახდო სისტემა. ასევე, მართლმსაჯულებაში გამჭვირვალეობის და შეფასების კრიტერიუმები. ამას გარდა, მნიშვნელოვანი მიმართულებებია,სპორტი, ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი და პოლიტიკური კორუფცია.

 ეროვნულ ანტი-კორფციულ სამოქმედო გეგმა ემსახურება არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციისგან თავისუფალი გარემოსა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.

რიგით მე-5   ეროვნული ანტი-კორფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია  ფარავს 2021 წლამდე პერიოდს და 16 პრიორიტეტი  და მიმართულება, რომელიც ამ სტრატეგიაშია გაწერილი,  შესაბამისი ინდიკატორებით გაზომვადი იქნება 2020 წლის ბოლოსთვის.